31 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფესორი ქრისტიან განზაუერი (Prof. Dr. Christian Ganseuer), პროფესორი მაგდალენა შტულბი (Prof. Dr. Magdalena Stuelb) და ქალბატონი ზასე (Frau Sasse).
მათ შეხვდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. შეხვედრას ესწრებოდა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ კბილაძე.
საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.